თეა ახვლედიანმა აზერბაიჯანულენოვანი გაზეთის „გურჯისტანის“ და სომხურენოვანი გაზეთის „ვრასტანის“ ხელმძღვანელობასთან და რედაქციების თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა აზერბაიჯანულენოვანი გაზეთის „გურჯისტანის“ და სომხურენოვანი გაზეთის „ვრასტანის“ ხელმძღვანელობასთან და რედაქციების თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრაზე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის თაობაზე ისაუბრა; ხაზი გაუსვა სტრატეგიულ პრიორიტეტს, რომელიც საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების „მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომის უზრუნველყოფას“ ისახავს მიზნად.
