სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ცენტრალური ოფისის განახლებული მოქალაქეთა მისაღები გაიხსნა
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ცენტრალური ოფისის განახლებული მოქალაქეთა მისაღები გაიხსნა. ახალი სივრცე ორივე სააგენტოს სერვისისა და პროგრამების მიმღებ პირებს მოემსახურება. ახალ სივრცეში მოწყობილია როგორც ინდივიდუალური გასაუბრების ოთახები, ასევე ბავშვთა სივრცე. პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
