6 მილიარდი დოლარის ისტორიული ინვესტიცია, როგორც გარდამტეხი ეტაპი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის - ასე აფასებენ ოფიციალურ თბილისში შეთანხმებას, რომელიც აბუ-დაბიში გაფორმდა
6 მილიარდი დოლარის ისტორიული ინვესტიცია, როგორც გარდამტეხი ეტაპი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის - ასე აფასებენ ოფიციალურ თბილისში შეთანხმებას, რომელიც აბუ-დაბიში გაფორმდა. ემაარ ჯგუფი უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ქმნის ლუქს კლასის მდიდრულ საცხოვრებელ, კომერციულ და დასასვენებელ კომპლექსებს. რამდენიმე ათეული მილიარდის აქტივების მქონე კომპანია, როგორც აღინიშნა, საქართველოში ინვესტიციას თბილისსა და გონიოში განახორციელებს.
