"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გამოეხმაურა
"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გამოეხმაურა და თქვა, რომ წუხს საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილების გამო. „ეს საფრთხეს უქმნის დიალოგს, რომელსაც შეუძლია, ხელი შეუწყოს საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების გაუმჯობესებას“, – აღნიშნა თეოდოროს რუსო-პულოსმა.
