პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოში მიღებულ რეზოლუციას აბსურდულ გადაწყვეტილებას უწოდებს
აბსურდულ გადაწყვეტილებას უწოდებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოში მიღებულ რეზოლუციას. მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის მუშაობის შეწყვეტაზე იყო უალტერნატივო. საქართველო რჩება ევროსაბჭოს წევრად. ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლება მზად არის ევროსაბჭოსთან თანამშრომლობისთვის ნებისმიერ საკითხზე, თუმცა ვერ ხედავს მუშაობის აზრს საპარლამენტო ასამბლეაში.
