ესპანეთის დედაქალაქში მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტრო კონგრესი მიმდინარეობს
ესპანეთის დედაქალაქში მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტრო კონგრესი მიმდინარეობს. საერთაშორისო კონგრესზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაა წარდგენილი. ქართველი შეფ-მზარეულები კონგრესის მონაწილეებს, კულინარიის საერთაშორისოსო ექსპერტებს ქართულ სამზარეულოს, მრავალფეროვან კერძებსა და გასტრონომიულ ტრადიციებს აცნობენ.