პრეზიდენტი დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიას და თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველ ქვეით ბრიგადას ესტუმრა
პრეზიდენტი დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიას და თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველ ქვეით ბრიგადას ესტუმრა. მიხეილ ყაველაშვილს თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს და აკადემიის სტრუქტურა, მიზნები და ამოცანები გააცნეს. პრეზიდენტმა უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის ტერიტორიაზე მდებარე იუნკერების საცხოვრებელი ყაზარმები, საკლასო ოთახები, სასადილო, ლაზარეთი, რეკრეაციული და სპორტული სივრცეები, ასევე, მუზეუმი დაათვალიერა და სტუმართა წიგნში ჩანაწერიც გააკეთა.
