ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაა, რომ ის არ დააფინანსებს, არ დაასპონსორებს, არ შეუწყობს ხელს და მხარს არ დაუჭერს ბავშვებში სქესის შეცვლას
ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაა, რომ ის არ დააფინანსებს, არ დაასპონსორებს, არ შეუწყობს ხელს და მხარს არ დაუჭერს ბავშვებში სქესის შეცვლას. ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად აღასრულებს ყველა კანონს, რომელიც აკრძალავს ან შეზღუდავს მსგავს, სიცოცხლისთვის სახიფათო პროცედურებს. ამ შინაარსის აღმასრულებელ ბრძანებას ამერიკის პრეზიდენტმა მოაწერა ხელი. დონალდ ტრამპის განკარგულებით, 19 წლამდე ასაკის პირებისთვის, სქესის შეცვლის მიზნით, ქირურგიული თუ ქიმიური სამედიცინო პროცედურები ფედერალური მთავრობის მიერ აღარ დაფინანსდება და მსგავსი მომსახურების გაწევა ბავშვებისთვის, აღარ დაიშვება.
