ამერიკული გამანადგურებელი ეფ-35 ალასკაში საწვრთნელი ფრენის დროს ჩამოვარდა
ამერიკული გამანადგურებელი ეფ-35 ალასკაში საწვრთნელი ფრენის დროს ჩამოვარდა. მედიაში კატასტროფის ამსახველი ვიდეო კადრები გავრცელდა. მფრინავმა სამხედრო თვითმფრინავის დატოვება მოასწრო, მანამდე კი ბორტზე საგანგებო ვითარების შექმნის შესახებ მართვის ცენტრს აცნობა. ინციდენტი ამერიკის შეიარაღებული ძალების ეილსონის ავიაბაზაზე მოხდა. ავიაკატასტროფის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
