საფრანგეთი გრენლანდიაში ევროკავშირის ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს
საფრანგეთი გრენლანდიაში ევროკავშირის ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ჯარების გაგზავნის შესაძლებლობა საფრანგეთმა დანიასთან უკვე განიხილა. მისი თქმით, ევროკავშირის საზღვრებში ჩარევის უფლება არავის აქვს და საფრანგეთი მზად არის ბლოკის საზღვრების სუვერენიტეტი დაიცვას. საფრანგეთის პირველი დიპლომატი აღნიშნავს, რომ არქტიკა კონფლიქტის ახალი ზონაა, რომელიც უცხოური გავლენისგან დაცვას საჭიროებს.
