უსინათლოთა კავშირისა და თბილისის უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულთა 202-ე საჯარო სკოლის წარმომადგენელთა მორიგი შეხვედრა გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან
უსინათლოთა კავშირისა და თბილისის უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულთა 202-ე საჯარო სკოლის წარმომადგენელთა მორიგი შეხვედრა გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან. შეხვედრას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეც დაესწრო. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, აღნიშნა, რომ სააგენტო უკვე მერვე წელია, აქტიურადაა ჩართული სოციალურ პროექტში „უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულ მოქალაქეთა მხარდასაჭერად“.
