თბილისის განვითარების ფონდმა“ ფიროსმანის ქუჩის 29 ნომერში მდებარე შენობის რეაბილიტაცია დაიწყო
თბილისის განვითარების ფონდმა“ ფიროსმანის ქუჩის 29 ნომერში მდებარე შენობის რეაბილიტაცია დაიწყო. შენობა, სადაც ნიკო ფიროსმანის მუზეუმიცაა, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს არის აგებული და ის ისტორიული ძეგლია. თბილისის მერის თქმით სამუშაოების შესრულებას 18 თვე დასჭირდება.
