ხანძარი ლილოში ლიკვიდირებულია
ხანძარი ლილოში ლიკვიდირებულია. ამ ეტაპზე ხანძრის კონკრეტული კერების დამუშავება მიმდინარეობს. ცეცხლი გუშინ ლილოში საბითუმო მაღაზიების საწყობებს გაუჩნდა. ადგილზე 120-ზე მეტი მეხანძრე მაშველი და 22 ავტოცისტერნა იყო მობილიზებული. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, გამომწვევ მიზეზს, გამოძიება დაადგენს
