რომის პროკურატურამ იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
რომის პროკურატურამ იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ძებნილი ლიბიელი პოლიციის ოფიცრის, უსამა ალ მასრის გათავისუფლებას. ალ მასრი ჰააგის სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე ტურინში დააკავეს, მაგრამ რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს, რაზეც პასუხისმგებლობას მელონის აკისრებენ. გამოძიება, იტალიის პრემიერმინისტრის გარდა, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების წინააღმდეგაც ჩატარდება.
