ამერიკის ფედერალურმა მოსამართლემ ფედერალური დაფინანსების შეწყვეტის შესახებ დონალდ ტრამპის ბრძანება დროებით შეაჩერა
ამერიკის ფედერალურმა მოსამართლემ ფედერალური დაფინანსების შეწყვეტის შესახებ დონალდ ტრამპის ბრძანება დროებით შეაჩერა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ტრამპის ადმინისტრაციას არ აქვს უფლება, შეაჩეროს უკვე არსებული დაფინანსების პროგრამები 3 თებერვლის საღამოს 5 საათამდე. ეს გადაწყვეტილება ეხება იმ პროგრამებს, რომლებზეც დაფინანსება უკვე გამოყოფილია ფედერალური მთავრობის მიერ. მანამდე მართვისა და ბიუჯეტის ოფისის მოქმედმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ფედერალური დაფინანსება შეჩერდებოდა, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაცია არ გადახედავდა ყველა გრანტსა და სესხს და დაადგენდა, შეესაბამებოდა თუ არა ის პრეზიდენტის პრიორიტეტებს. დაფინანსების შეჩერება ასევე ეხება საგარეო დახმარებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის განკუთვნილ თანხებს.
