ოლაფ შოლცი: პოლიტიკაში მდიდარ ბიზნესმენთა ჩართვა ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, თუმცა ილონ მასკის მიერ გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის მხარდაჭერა მიუღებელია
პოლიტიკაში მდიდარ ბიზნესმენთა ჩართვა ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, თუმცა ილონ მასკის მიერ გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის მხარდაჭერა მიუღებელია. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. მისივე თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის წევრი, მილიარდერი ილონ მასკი ევროპის პოლიტიკაში ერევა და ულტრამემარჯვენეებს უჭერს მხარს, რაც ევროპულ დემოკრატიას საფრთხეს უქმნის .
