რობერტ ფიცოს განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, ირჩევს რა მოსკოვს დასავლელი პარტნიორების ნაცვლად, რუსული გაზისთვის ფასს დამოუკიდებლობითა და სუვერენიტეტით იხდის. ასე გამოეხმაურა რობერტ ფიცოს განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ უარი თქვა რუსულ გაზზე სუვერენიტეტის შენარჩუნების მიზნით, თუმცა ზელენსკის თქმით , ფიცომ სხვა გზა აირჩია და ორიენტირება მოახდინა მოსკოვზე და არა შეერთებულ შტატებსა და სხვა პარტნიორებზე, რომლებიც გაზს კომერციული პირობებით სთავაზობენ.
