ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან წარჩინებულ სტუდენტს, დიმიტრი გულიას სახელობის სახელმწიფო სტიპენდია და შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა და განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრმა ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან წარჩინებულ სტუდენტს, დიმიტრი გულიას სახელობის სახელმწიფო სტიპენდია და შესაბამისი სერტიფიკატი გადასცეს. სტიპენდიატი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ჯეირან გვაგვალია გახდა. მან გალში, სოფელ დიხაზურგის საშუალო სკოლა დაამთავრა და ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა. ის ოთხი სასწავლო წლის განმავლობაში სტიპენდიის სახით, ყოველთვიურად 300 ლარს მიიღებს.
