ფინანსთა სამინისტროში სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა
ფინანსთა სამინისტროში სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების 2025-2028 წლების სტრატეგიის პროექტის მიზნების განხილვა და შეთანხმება. აღნიშნული სისტემის განვითარება გათვალისწინებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით და წარმოადგენს ევროკავშირთან ინტეგრაციის მნიშვნელოვან წინაპირობას.
