ისტორიული ინვესტიცია საქართველოში
ისტორიული ინვესტიცია საქართველოში. პრემიერ მინისტრის გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის ფარგლებში გაფორმებულ მემორანდუმს, რომლის თანახმადაც, საქართველოში ექვს მილიარდიანი ინვესტიცია ჩაიდება , მმართველ გუნდში აფასებენ. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ეს ინვესტიცია დააჩქარებს ეკონომიკური ზრდის ტემპებს, შეიქმნება ახალი, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და განსაკუთრებით შეუწყობს ხელს ქვეყანაში პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვას.
