სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ საქართველოში არჩევნები ყველა წესის დაცვით ჩატარდა, რასაც ეუთო/ოდირის დასკვნაც ადასტურებს
სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ საქართველოში არჩევნები ყველა წესის დაცვით ჩატარდა, რასაც ეუთო - ოდირის დასკვნაც ადასტურებს. მათი თქმით , ამის გათვალისწინებით ახალი არჩევნების მოთხოვნა უსაფუძვლოა . "ქართულ ოცნებაში" ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტს აფასებენ და ამბობენ, რომ საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, ახალი საპარლამენტო არჩევნები არ გაიმართება.
