დონალდ ტრამპმმა ამერიკის შეერთებული შტატების არმიაში რეფორმების გატარება დაიწყო
დონალდ ტრამპმმა ამერიკის შეერთებული შტატების არმიაში რეფორმების გატარება დაიწყო. პრეზიდენტის მიერ ახლად ხელმოწერილი ბრძანებების თანახმად, ამერიკის თავდაცვის ძალებში გენდერული იდეოლოგიის ხელშემწყობი პროგრამები დაიხურება. დონალდ ტრამპის განკარგულებით, ასევე განისაზღვრა, რომ ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული ცრუ გენდერული იდენტობის გამოხატვა სამხედრო მოსამსახურის მკაცრ სტანდარტებს არ შეესაბამება. შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ე.წ. ვოუქ დღის წესრიგის აღმოფხვრასთან ერთად, ამერიკის პრეზიდენტი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას აუცილებლად მიიჩნევს.
