ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ლამფალუსის ლექციების კონფერენციაში მონაწილეობს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ლამფალუსის ლექციების კონფერენციაში მონაწილეობს, რომელსაც ყოველწლიურად უნგრეთის ეროვნული ბანკი მასპინძლობს. წლევანდელი ღონისძიება უნგრეთის ცენტრალური ბანკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. გაიმართა თემატური დისკუსიები, რომელზეც მონეტარული პოლიტიკის საკითხები განიხილეს. კონფერენციის მიმდინარეობისას ნათია თურნავამ მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა.