თბილისის საკრებულოში წლის პირველი სხდომა გაიმართა
თბილისის საკრებულოში წლის პირველი სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა 2025 წლის ბიუჯეტზე იმსჯელეს. ბიუჯეტი 209 მილიონი ლარით იზრდება და ჯამში, 2 მილიარდ 192 ათას ლარს მიაღწევს. ეს ზრდა ქალაქში მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალური დაცვის გაუმჯობესებას მოხმარდება. სხდომაზე განიხილეს რამდენიმე მუნიციპალური სააგენტოს რეორგანიზაცია, ასევე ავარიული შენობების რეაბილიტაცია, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას. სხდომაზე დაამტკიცეს განაშენიანების რეგულირების გეგმები და ზონალური ცვლილებები.
