ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ფრანგულ რენეს უნივერსიტეტს შორის ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამა განხორციელდება
ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ფრანგულ რენეს უნივერსიტეტს შორის ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამა განხორციელდება, რომელშიც ჩართული არიან ის სტუდენტები, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს სამი კურსი და შეუძლიათ ინგლისურ ენაზე ისწავლონ. სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას გაივლიან, როგორც ქართულ, ისე ფრანგულ საწარმოებში. პროგრამა 2020 წლიდან მოქმედებს. გასულ წელს მასში 13 სტუდენტი მონაწილეობდა, რომელთაგან ექვსმა პრაქტიკა საფრანგეთში გაიარა.
