საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირი კვლავ დიპლომატიურ გაურკვევლობაშია - წერს რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი
საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირი კვლავ დიპლომატიურ გაურკვევლობაშია - წერს რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი. რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის დასვკნაა, რომლითაც ვერ მტკიცდება, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგები უკანონო ან არალეგიტიმური იყო. იოზვიაკთან საუბრისას საქართველოს მმართველი გუნდისადმი კრიტიკულად განწყობილი ევროპელი მაღალჩინოსანიც კი აღნიშნავს, რომ ბრიუსელში არ-აღიარების პოლიტიკაზე შეთანხმება შეუძლებელია და დროთა განმავლობაში საქართველოს ახალ პრეზიდენტთან და ახალ მთავრობასთან კონტაქტს გვერდს ვერ აუვლიან. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირისგან განსხვავებით, ნატოში ვითარება გაცილებით მარტივადაა. რადიო თავისუფლების ევროპულ ბიუროსთან ალიანსის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი განმარტავს, რომ მათთვის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილია.
