ოპოზიციის მოთხოვნა
ოპოზიციის მოთხოვნა საქართველოს დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე, ქართული ოცნებისთვის მორიგი დასტურია, რომ რადიკალური ოპოზიცია საკუთარ სამშობლოს ებრძვის. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ხელისუფლების ოპონენტები იმ საგარეო პოლიტიკური აქტორების დაკვეთით მოქმედებენ, რომლებსაც საქართველოს წარმატება არ სურთ.
