ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინელი ლტოლვილებისთვის განკუთვნილი პროგრამა „გავერთიანდეთ უკრაინისთვის“ შეაჩერა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინელი ლტოლვილებისთვის განკუთვნილი პროგრამა „გავერთიანდეთ უკრაინისთვის“ შეაჩერა. ცნობა ამერიკის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. განკარგულებაში ნათქვამია, რომ უკრაინელი ლტოლვილები დროებით ვერ შეიტანენ განაცხადებს მხარდაჭერასა და დაფინასებაზე. შესაბამისი გადაწყვეტილება „საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ“ 2025 წლის 20 იანვრის განკარგულებას უკავშირდება. „ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია ყველა ფედერალური გრანტის გაცემას დროებით აჩერებს.
