ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს აკრიტიკებს
ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს აკრიტიკებს. უკრაინის პრეზიდენტმა იტალიელ ჟურნალისტს, უთხრა, რომ აინტერესებს, ომის დაწყებამდე, შვეიცარიაში შეხვედრისას რაზე მოილაპარაკეს ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ვლადიმერ პუტინმა. უკრაინის პრეზიდენტი აღიარებს, რომ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებაზე დეტალური საუბარი არ სურს. მით უმეტეს, რომ ყველა დეტალი ზედმიწევნით არ იცის. ზელენსკიმ აქვე იმედი გამოთქვა, რომ თეთრი სახლის ახალ ლიდერს უკრაინის ომის დასრულების შანსი აქვს.
