რუსულმა არმიამ გამთენიისას ოდესის ოლქს რაკეტებითა და დრონებით შეუტია
რუსულმა არმიამ გამთენიისას ოდესის ოლქს რაკეტებითა და დრონებით შეუტია. დაშავდა 4 ადამიანი. ოკუპანტის იერიშის გამო დაზიანებულია ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურა, მარცვლეულის საცავები, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები. ოკუპანტმა დრონების მასირებული თავდასხმა მოაწყო უკრაინის ხარკოვის ოლქზეც. იერიშის შედეგად რამდენიმე სამოქალაქო ობიექტზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა, დაზიანებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურა.
