დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც უნდა გაუქმდეს მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის მიმართულებით მოქმედი ყველა სამსახური და ისეთი პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს გენდერულ იდეოლოგიას
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტებში უნდა გაუქმდეს მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის მიმართულებით მოქმედი ყველა სამსახური და ისეთი პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს გენდერულ იდეოლოგიას. ამერიკის პრეზიდენტის განკარგულებით, გენდერული იდეოლოგია განხეთქილების ხელშემწყობ კონცეფციად განისაზღვრება. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, შეერთებული შტატების არმიაში უნდა აღდგეს დამსახურებაზე დაფუძნებული დაქირავების პროცესი. ამერიკულ მედიაში წერენ, რომ თეთრი სახლის ლიდერი სამხედრო შემადგენლობაში ტრანსგენდერი პირების დაშვებასაც აკრძალავს.
