პარლამენტის თავმჯდომარის უნგრეთში ვიზიტი გრძელდება
პარლამენტის თავმჯდომარის უნგრეთში ვიზიტი გრძელდება. რამდენიმე საათში შალვა პაპუაშვილი უნგრეთის პრეზიდენტს შეხვდება. პირველი კანონმდებელი დელეგაციის წევრებთან ერთად უკვე შეხვდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. მხარეებს შორის უკვე დაიდო ჩარჩო-ხელშეკრულება, რომელიც ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის მუდმივ თანამშრომლობას გულისხმობს.
