საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, USAID-ის 60-მდე მაღალჩინოსანი ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს
საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, USAID-ის 60-მდე მაღალჩინოსანი ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს იმ მიზეზით, რომ ისინი, როგორც ჩანს, გამიზნულად გვერდს უვლიდნენ დონალდ ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებას საგარეო დახმარების 90-დღიანი პაუზის შესახებ. შეეხო თუ არა ეს გადაწყვეტილება USAID-ის საქართველოს ოფისს და რა გავლენა ექნება ტრამპის განკარგულებას მის საქმიანობაზე - ამ კითხვებზე პასუხს „ქრონიკა“ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან ელოდება.
