ოპოზიციის მოთხოვნა საქართველოს დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე
„ქართული ოცნებისთვის“ ოპოზიციის მოთხოვნა საქართველოს დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე მორიგი დასტურია, რომ რადიკალური ოპოზიცია საკუთარ სამშობლოს ებრძვის. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ხელისუფლების ოპონენტები იმ საგარეო პოლიტიკური აქტორების დაკვეთით მოქმედებენ, რომლებსაც საქართველოს წარმატება არ სურთ. თბილისში იმედი აქვთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ამ პოლიტიკას არ აჰყვება.
