სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მონიტორინგის კომიტეტი საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების საკითხზე მსჯელობს
სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მონიტორინგის კომიტეტი საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების საკითხზე მსჯელობს. სხდომა დახურულია. ქართული დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში შეხვედრებს მართავს. დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, შეხვედრებზე ისაუბრეს იმ წითელ ხაზებზეც, რომლებიც არ უნდა გადაიკვეთოს. თეა წულუკიანის თქმით, ეს არის ხელახალი არჩევნების საკითხი, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ისეთი პირობები, რომლებიც ქვეყნის სუვერენიტეტს ხელყოფს.