რუსთავში, ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების ახალ გალერეაში, მხატვარ ჯემალ კუხალაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა
რუსთავში, ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების ახალ გალერეაში, მხატვარ ჯემალ კუხალაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია სახელწოდებით - „ოქროს ხელები“ 30-მდე ექსპონატს აერთიანებს. მხატვრის ნამუშევრები საქართველოს ხელოვნებისა და სახვითი ხელოვნების მუზეუმებში, კულტურის სამინისტროს ფონდში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, კერძო კოლექციებშია დაცული. ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების გალერეა რუსთავში გასული წლის შემოდგომაზე გაიხსნა და უკვე მესამე მხატვრის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს.
