კონკურსი „იდეადრომი“ უკვე მეცხრედ ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც 5 გამარჯვებული სტარტაპ გუნდი გამოვლინდა
კონკურსი „იდეადრომი“ უკვე მეცხრედ ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც 5 გამარჯვებული სტარტაპ გუნდი გამოვლინდა. კონკურსის საპრიზო ფონდი 10 ათას ლარს შეადგენდა. მეცხრე „იდეადრომის“ ძირითად თემებს წარმოადგენდა: ციფრულ სივრცეში კომუნიკაციის გამარტივება, საგანმანათლებლო ე.წ. გეიმინგი, ყალბი ინფორმაციისგან თავდაცვა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა. კონკურსი ციფრული მედიის სფეროში სტარტაპერების აღმოჩენას, მათი პროდუქტების დახვეწას, განვითარებასა და ბაზარზე ადგილის დამკვიდრებაში ხელშეწყობას ემსახურება.
