დანია არქტიკის თავდაცვის ხარჯებს 2,1 მილიარდი დოლარით ზრდის
დანია არქტიკის თავდაცვის ხარჯებს 2,1 მილიარდი დოლარით ზრდის. დანიის თავდაცვის მინისტრის ცნობით, შეთანხმება მოიცავს სამი ახალი არქტიკული საზღვაო ხომალდის დაფინანსებას, შორ მანძილზე მოქმედი ორი დრონისა და თანამგზავრების განლაგებას რეგიონში, დაზვერვის მასალების შესაგროვებლად. დანიის მთავრობა აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების ახალი ინვესტიციები მიღებულია ფარერის კუნძულებისა და გრენლანდიის ხელისუფლებასთან ერთად, დანიაში ასევე გამოაცხადეს კიდევ ერთი შეთანხმების შესახებ – „აქცენტი რეგიონში შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერებაზე“. აღსანიშნავია, რომ დანიის ეს გადაწყვეტილება ტრამპის მიერ გრენლანდიის მოპოვების სურვილის გამოთქმას მოჰყვა.
