მიგრანტებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის განკარგულების ამოქმედების შემდეგ, ორ დღეში ჩატარებული რეიდებისას ათასამდე მიგრანტი დააკავეს
მიგრანტებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის განკარგულების ამოქმედების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურებმა ბოლო ორ დღეში ჩატარებული რეიდებისას ათასამდე მიგრანტი დააკავეს. საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ფონზე შტატები გეგმავს სანქციების დაწესებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ამერიკაში მყოფი მოქალაქეების უკან მიღება არ სურთ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა დაწერა.
