სქესთან დაკავშირებით ტრამპის განკარგულების საპასუხოდ, დონალდ ტრამპს ტრანსგენდერმა ქალმა უჩივლა, რომელიც ფედერალურ ციხეში იხდის სასჯელს
სქესთან დაკავშირებით ტრამპის განკარგულების საპასუხოდ, შეერთებული შტატების პრეზიდენტს უჩივლა ტრანსგენდერმა ქალმა, რომელიც ფედერალურ ციხეში იხდის სასჯელს. ცნობას „როიტერი“ ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის მიერ ბრძანების ხელმოწერის მეორე დღეს ფედერალური ციხეების ბიუროს წარმომადგენლებმა ტრანსგენდერს აცნობეს, რომ ქალთა ციხიდან მამაკაცთა დაწესებულებაში გადაჰყავდათ. პატიმრის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მამაკაცთა დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, ის აღმოჩნდება „შევიწროების და ძალადობისა უკიდურესად მაღალი რისკის“ წინაშე. შეგახსენებთ, რომ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება მთავრობას ორი სქესის აღიარებას ავალდებულებს და მოითხოვს, ტრანსგენდერი პატიმრები მამაკაცთა ციხეებში მოათავსონ. ამასთან, ამერიკული მედია იუწყება, რომ პრეზიდენტი ტრამპი, სავარაუდოდ, დღეს მოაწერს ხელს კიდევ ერთ აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ტრანსგენდერების ჯარში სამსახურს აკრძალავს.
