სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი სქესთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოვიდა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი სქესთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოვიდა, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - ქალი და კაცი. ასევე, სქესის შეცვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სერიოზული მიზეზების გამო. ინიციატივის თანახმად, კონსტიტუციაში ასევე ჩაიწერება, რომ შვილად აყვანა შეეძლებათ მხოლოდ დაქორწინებულ წყვილებს, ქვრივ მამაკაცს ან ქალს, გამონაკლის შემთხვევაში და სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კი – ერთ ადამიანსაც; ინიციატივის მეოთხე პუნქტი კი გულისხმობს, რომ საგანმანათლებლო პროგრამა უნდა ეფუძნებოდეს კონსტიტუციის პრინციპებს; მეხუთე წინადადების თანახმად, კონსტიტუციაში უნდა შევიდეს დებულება, რომელიც უზრუნველყოფს მამაკაცებისა და ქალების თანასწორობას შესრულებული სამუშაოსთვის მიღებულ ანაზღაურებაში.
