საბაჟოს საერთაშორისო დღე
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაციის ადმინისტრაციასთან ერთად, საბაჟოს საერთაშორისო დღე აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიება თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გაიმართა. მებაჟე ოფიცრებს პროფესიული დღე მიულოცეს ფინანსთა მინისტრმა, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა და საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა. სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ დაწესებული ღირსების სერტიფიკატები გადაეცა საბაჟო დეპარტამენტის 20 მებაჟე ოფიცერს.
