ბაღდათის მაღალმთიან სოფელ ხანის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა და პედაგოგებმა სასწავლო პროცესი ახალ, სრულიად რეაბილიტირებულ შენობაში განაახლეს
ბაღდათის მაღალმთიან სოფელ ხანის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა და პედაგოგებმა სასწავლო პროცესი ახალ, სრულიად რეაბილიტირებულ შენობაში განაახლეს. ხანის საბავშვო ბაღი 30-მდე აღსაზრდელისთვისაა გათვალისწინებული და იგი ყველა შესაბამის სტანდარტს აკმაყოფილებს, შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და აღჭურვილია სააღმზრდელო-სასწავლო პროცესისთვის საჭირო ინვენტარით. განახლებული ბაღი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ დაათვალიერეს.
