დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი ინვესტიცია
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი ინვესტიცია. 6-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელებაზე შეთანხმებასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში. აქცენტს აკეთებენ საქართველოს, როგორც შუა დერეფნის როლზე და აცხადებენ, რომ აღნიშნული საინვესტიციო შეთანხმება კიდევ უფრო ნათლად აჩენს ქვეყნის გეოგრაფიულ მნიშვნელობას. შეთანხმებას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი.
