ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატებიდან არალეგალი მიგრანტების მასობრივი დეპორტაცია მიმდინარეობს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულებით, უსაბუთო მიგრანტების დაკავებისა და დეპორტაციის მიზნით რეიდები ამერიკის სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობს. მასობრივი დეპორტაციის თავდაპირველი სამიზნე დანაშაულებრივ ჯგუფებთან და კარტელებთან კავშირში მყოფი არალეგალები არიან, მომდევნო ეტაპზე კი საზღვრის იძულებით დატოვება ამერიკის შეერთებულ შტატებში უკანონოდ შესულ ყველა მიგრანტს მოუწევს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
