სტრასბურგში ზამთრის საპარლამენტო ასამბლეა დაიწყო
სტრასბურგში ზამთრის საპარლამენტო ასამბლეა დაიწყო. ევროპის სახალხო პარტიის სახელით დეპუტატმა სხდომაზე საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების სააკითხი დააყენა. ამ ეტაპზე საკითხის განხილვა მონიტორინგის და საპროცედურო კომიტეტებს გადაეცა, რომლებმაც მოსაზრება 24 საათის განმავლობაში უნდა წარმოადგინონ. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დელეგაცია აპირებს ხმამაღლა გაიმეოროს რომ არ იგეგმება ახალი არჩევნები და სააკაშვილის გათავისუფლება.
