უპრეცედენტო, ექვსი მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიცია საქართველოში
უპრეცედენტო, ექვსი მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიცია საქართველოში. მემორანდუმს ხელი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრემიერ მინისტრის ვიზიტის ფარგლებში მოეწერა. ირაკლი კობახიძეს დელეგაციასთან ერთად, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა რეზიდენციაში უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას და საინვესტიციო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პოზიტიურ დინამიკას.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
