ათასობით პალესტინელი ღაზის სექტორის სამხრეთიდან ჩრდილოეთ და ცენსტრალურ ნაწილში ბრუნდება
ათასობით პალესტინელი ღაზის სექტორის სამხრეთიდან ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში ბრუნდება. ისრაელმა პალესტინელ დევნილებს სახლებში დაბრუნების საშუალება მას შემდეგ მისცა, რაც დაჯგუფება ჰამასი ამ კვირაში ექვსი მძევლის გათავისუფლებას დათანხმდა. გასათავისუფლებელი მძევლების სიაშია სამოქალაქო პირი არბელ იეჰუდი. ისრაელმა 25 იანვარს ჰამასს ულტიმატუმი წაუყენა, რომ მოსახლეობას ჩრდილოეთით გასასვლელს იქამდე არ გაუხსნიდა ვიდრე დაჯგუფება არბელ იეჰუდს არ გაათავისუფლებდა.
