ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, უკრაინაში ყველა პროექტის გაჩერების განკარგულება მიიღო
ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, უკრაინაში ყველა პროექტის გაჩერების განკარგულება მიიღო. ამის შესახებ უკრაინული მედია კიევში სააგენტოს თანამშრომლებზე დაყრდნობით წერს. ეს მას შემდეგ რაც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, აუდიტის ჩატარების მიზნით, უცხოური დახმარების პროგრამები 90 დღით შეაჩერა. მედიის ცნობით, იუესეიდის დაფინანსებაზე დამოკიდებულმა ორგანიზაციებმა უკვე მიიღეს წერილები სადაც საქმიანობის შეჩერების შესახებაა საუბარი.
