ამერიკის შეერთებული შტატებიდან არალეგალი, უსაბუთო მიგრანტების მასობრივი დეპორტაცია მიმდინარეობს
ამერიკის შეერთებული შტატებიდან არალეგალი, უსაბუთო მიგრანტების მასობრივი დეპორტაცია მიმდინარეობს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულების ფარგლებში, საიმიგრაციო და საბაჟო პოლიციამ და ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციამ რეიდები მოაწყვეს ჩიკაგოსა და კოლორადოში. ფედერალურმა აგენტებმა რეიდები ჩაატარეს პუერტო რიკოშიც. ჯამში მასობრივი დეპორტაციების პირველივე კვირას, 500-ზე მეტი არალეგალი მიგრანტია დაკავებული.
